ფინანსები

ფინანსური განათლების 2019 წლის გლობალური კვლევის შედეგები ცნობილია

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის „ფინანსური განათლების საერთაშორისო ქსელმა” (OECD/INFE) მოსახლეობის ფინანსური განათლების 2019 წლის გლობალური კვლევის შედეგები წარადგინა – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

კვლევა გასულ წელს საერთაშორისო ორგანიზაცია OECD/INFE-ის მიერ შემუშავებულ მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით ჩატარდა და მასში 26 ქვეყანა, მათ შორის, საქართველოც, მონაწილეობდა.

„ფინანსური განათლების მიმართულებით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულმა ღონისძიებებმა მეტად ორგანიზებული და სისტემატური ხასიათი 2016 წლიდან მიიღო. კერძოდ, შევიმუშავეთ ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგია და დავიწყეთ მისი დანერგვა. თუმცა, კვლევის მონაცემები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ მიუხედავად ცოდნის კომპონენტში გამოვლენილი მაღალი შედეგებისა, ქცევებისა და დამოკიდებულებების ცვლილებისთვის სამწლიანი პერიოდი საკმარისი ნამდვილად არ არის, ფინანსური განათლების დონის ზრდა ხანგრძლივი და მუდმივი პროცესია. ამასთან, მნიშვნელოვანია მსგავსი კვლევების პერიოდული ჩატარება, რამდენადაც ის გვეხმარება ახალი ტენდენციებისა და გამოწვევების იდენტიფიცირებასა და შესაბამისი საპასუხო ღონისძიებების დაგეგმვაში” – აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

სიახლის ვრცლად წაკითხვა

მეტის ნახვა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close
Close