ინფრასტრუკტურარეგიონები

აზიური ფაროსანა, ფაქტობრივად, დამარცხებულია!

აზიური ფაროსანა, რომელიც საქართველოში 2016 წელს საქართველოს სოფლის მეურნეობის პრობლემად იქცა, უკვე დამარცხებულია და მისი ზიანი მინიმუმამდეა დაყვანილი. ეს პარლამენტის ტრიბუნიდან პრემიერ-მინისტრმაც დაადასტურა. ახლა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის მთავარი მიზანი, ამ შედეგის შენარჩუნებაა. 

“დღეის მდგომარეობოთ, შეიძლება ითქვას, რომ აზიური ფაროსანას პრობლემა ქვეყანაში არის დაძლეული. ამას საერთაშორისო შეფასებებიც მოჰყვა და FAO-მ საქართველოს პრაქტიკა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში დაასახელა ერთ-ერთ საუკეთესოდ. ჩვენებს, უბრალოდ, არ სცალიათ, თორემ მათ ბევრგან ეძახიან ამ გამოცდილების გასაზიარებლად“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close
Close