ფეხბურთისპორტი

„იუვენტუსმა“ საკუთარ მოედანზე „ლეჩე“ 4:0 დაამარცხა

იტალიის სერია A-ს XXVIII ტურში „იუვენტუსმა“ საკუთარ მოედანზე „ლეჩე“ 4:0 დაამარცხა. შეხვედრის 32-ე წუთზე მთავარმა არბიტრმა მარკო პიჩინინიმ სტუმართა ფეხბურთელი ფაბიო ლუკიონი გააძევა, რის შემდეგაც მასპინძლებმა ოთხი ბურთი გაიტანეს. 53-ე, 62-ე, 83-ე და 85-ე წუთებზე თავი პაულო დიბალამ, კრიშტიანო რონალდომ, გონსალო იგუაინმა და მატიას დე ლიხტმა გამოიჩინა. კორონავირუსის პანდემიის შემდეგ ჩატარებულ ოთხ შეხვედრაში რონალდომ ორი გოლი გაიტანა და ორივე თერთმეტმეტრიანით – 35 წლის პორტუგალიელს ჯერჯერობით თამაშიდან ბურთი არ გაუტანია.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close
Close