საინტერესოშინაური ცხოველები

მაშველი ძაღლები პენსიაზე გავიდნენ – (ვიდეო)

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მაშველი ძაღლები სამსახურიდან გააცილეს.

„ფანი, ჯესი, ბელა, სალი, ბინგო და რეი დღეიდან სამასხურებრივ მოვალეობას აღარ შეასრულებენ. მათ 12 წელი გაატარეს სამსახურში და ამ ხნის განმავლობაში არაერთ სამაშველო ოპერაციაში აქვთ მონაწილეობა მიღებული. დღეიდან ისინი სახანძრო-სამაშველო ძალების განყოფილებებში გადაინაცვლებენ და მათზე ზრუნვას მეხანძრე-მაშველები გააგრძელებენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგიურ დანაყოფს კი უკვე შეუერთდა მომავალი თაობის მაშველი ძაღლი ბელგიური მალინუა – პინტო. სამსახურს ახალი ძაღლების მიღება და გაწვრთნა აქვს დაგეგმილი“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მაშველ ძაღლებს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე, ლევან ღირსიაშვილი, მეხანძრე-მაშველები და კინოლოგები განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ბაზაზე გამოემშვიდობნენ.

მეტის ნახვა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close
Close