ვაჭრობამარკეტინგი

რა უშლის ხელს ელექტრონული კომერციის განვითარებას საქართველოში – EBA-ს განცხადება

ელექტრონული კომერცია COVID-19-ის პირობებში ბევრი ბიზნესისთვის გახდა თვითგადარჩენის საშუალება, – ამის შესახებ ევროპული ბიზნესასოციაციის გენერალური დირექტორის მოადგილემ მარიამ ქუჩულორიამ BMG-ს გადაცემა „ანალიტიკაში“ განაცხადა.

ევროპულ ბიზნესასოციაციში მიიჩნევენ, რომ ამ პირობებში ელექტორნული კომერციის განვითარებას ხელს რამდენიმე ფაქტორი უშლის და ამათგან უმთავრესი კანონმდებლობის არარსებობაა, რომელიც აღნიშნულ ბაზარს მოაწესრიგებს.

„ეს დარგი არაერთი სირთულის წინაშე დგას. კერძოდ არ არის შესაბამისი კანონმდებლობა, რომელიც მოაწესრიგებს კომერციულ ბაზარზე არსებულ ურთიერთობებს. არ არის შესაბამისი აღმასრულებელი მექანიზმები და არ არის შესაბამისი პროფესიული კადრები. დღეს ყურადღებას გავამახვილებდი კანონდებლობის საჭიროებაზე. სხვა ქვეყნებში ელექტრონული კომერციის შესახებ კანონი ბიზნესის თამაში წესებს, მონაწილეთა ურთიერთობებს და მომხმარებელთა უფლებებს აწესრიგებს.

ჩვენს ქვეყანაში ამ მდგომაროებას ისიც ართულებს, რომ ჩვენ არ გვაქვს მომხმარებელთა უფლებების შესახებ კანონი, რითიც ელექტრონული მომხმარებლის უფლება-მოვალეობა მოწესრიგდებოდა. ეს კი თავის მხრივ ამ დარგის განვითარებას აფერხებს, რადგან მომხმარებელში ქმნის უნდობლობის და საფრთხის განცდას და მომხმარებელი თავს იკავებს, მიმართოს ონლაინ ვაჭრობას“, – განაცხადა მარიამ ქუჩულორიამ.

სტატიის ვრცლად წასაკითხად გადადით ბმულზე – BM.GE

მეტის ნახვა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close
Close