ბიზნესი; ეკონომიკა;ვაჭრობადასაქმებატექნოლოგიები

Microsoft-ი საცალო მაღაზიებს ხურავს

Microsoft-ი აცხადებს, რომ კომპანია საცალო მაღაზიებს დახურავს, როგორც აშშ-ში ასევე მსოფლიოს მასშტაბით გარდა შემდეგი 4 ლოკაციისა: ნიუ-იორკი (Fifth Ave), ლონდონი (Oxford Circus), სიდნეი (Westfield Sydney) და Redmond-ის კამპუსი. ამის შესახებ ინფორმაციას მედია გამოცემა The Verge ავრცელებს.

კომპანიის განცხადებით, მაღაზიების დახურვის შემდეგ Microsoft-ი ციფრულ საცალო გაყიდვებზე გადასვლას გეგმავს. Microsoft-ი ამბობს, რომ კომპანიის მაღაზიების მომხმარებელთა რიცხვი წლიურად 1,2 მილიარდს აღწევს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, საცალო მაღაზიების დახურვას არ მოყვება თანამშრომელთა მასიური გათავისუფლება, არამედ ამ ნაბიჯის შედეგად მოხდება მათი დივერსიფიცირება.

The Verge სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ Microsoft-ი ციფრულ საცალო გაყიდვებზე გადასვლას მომავალი წლიდან ისედაც გეგმავდა, მაგრამ COVID-19-ის პანდემიამ კომპანიის გადაწყვეტილება დააჩქარა.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close
Close