სპორტიფეხბურთი

„ბაიერნმა“ უფრო მეტი ტიტული მოიგო ბუნდესლიგაში, ვიდრე ერთად აღებულმა ყველა კლუბმა

27 ივნისს, ბუნდესლიგაში ბოლო ტურის მატჩები გაიმართა. „ბაიერნმა“, რომელმაც ვადაზე ადრე გაიფორმა ჩემპიონობა, 34-ე ტურში სტუმრად მოუგო „ვოლფსბურგს“ – 4:0.

„ბაიერნისთვის“ ეს ჩემპიონობა 29-ე გახდა 1963 წლის შემდეგ, როცა ბუნდესლიგა შეიქმნა. ამ დროის განმავლობაში, გერმანიის სხვა დანარჩენმა გუნდებმა ერთად 28 საჩემპიონო ტიტული მოიპოვეს.

გარდა ამისა, „ვოლფსბურგის“ დამარცხების შემდეგ, მიუნხენელთა მთავარმა მწვრთნელმა ჰანს-დიტერ ფლიკმა ახალი რეკორდი დაამყარა – ის გახდა პირველი მწვრთნელი კლუბის ისტორიაში, ვისაც 25-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს ყველა ტურნირზე.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close
Close