
75-წლიანი ისტორიის განმავლობაში პირველად მსოფლიო ლიდერები გაერო-ს გენერალურ ასამბლეას არ დაესწრებიან. მიზეზად „კოვიდ-19“-ის პანდემია სახელდება.
როგორც გამოცემა „თაიმი“ წერს, როგორ და რა ფორმატით შეძლებს მსოფლიოს 193 ქვეყნის ლიდერი გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლას, ამის შესახებ მეტი ინფორმაცია ცნობილი მომდევნო ორი კვირის განმავლობაში გახდება.