კულტურასაზოგადოებასაინტერესოწიგნები

აქციე მაკულატურა წიგნებად – 1 კგ მაკულატურას 1 ლარის ღირებულების წიგნზე გადაცვლით

უპრეცედენტო შეთავაზება „მაკულიტერატურის“ მომხმარებელს! მხოლოდ 10 დღე, 3 ივლისიდან 12 ივლისის ჩათვლით, 1 კგ მაკულატურას 1 ლარის ღირებულების წიგნზე გადაცვლით.

ამ აქციის ფარგლებში “ნერგი ბარათი” არ გჭირდებათ, რადგან ადგილზევე გადმოგცემენ სპეციალურ კუპონს, რომელსაც ახალ წიგნებზე გაცვლით.

ჩვენ ვითვალისწინებთ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს, ამიტომ ფუქნციონირებს ონლაინრიგი. რიგში ჩასაწერად ეწვიეთ ბმულს: http://www.makuliteratura.ge/index.php/gacvalemakulaturatsignebshi

თუ ვერ ახერხებთ დარეგისტრირებას, დაუკავშირდით ჩვენს ქოლცენტრს და დაგეხმარებიან: 032 (2 19 60 13), ქოლცენტრის სამუშაო საათები: 10:00 – 19:00, კვირა: 10:30 -18:00.

წიგნების სიის სანახავად ეწვიეთ ბმულს: http://www.makuliteratura.ge/images/doc/1kg_1larinew.pdf

წიგნების არჩევანი დიდია, რაოდენობა – შეზღუდული. ამიტომ იჩქარეთ, გადაარჩიეთ ძველი წიგნები, თაბახის ფურცლები, ჟურნალ-გაზეთები და გაცვალეთ ახალ წიგნებზე. გაუფრთხილდით გარემოს, გადაარჩინეთ ტყე, ჩააბარეთ მაკულატურა და განაახლეთ ბიბლიოთეკა.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close
Close