მოგზაურობაჯანსაღი ცხოვრებაცხოვრების წესიჯანმრთელობა

ზღაპარია, რომ მარილიანი წყალი და მაგნიტური ქვიშა ძვლოვანი სისტემისთვის სასარგებლოა

პედიატრ თემურ მიქელაძის განცხადებით, ბავშვებისთვის ჰაერის გამოცვლისა და მათი კურორტზე წაყვანის შესახებ გავრცელებულ აზრს მეცნიერული საფუძველი არ გააჩნია და ის საბჭოთა კავშირის დროინდელი გადმონაშთია.

მიქელაძე ამბობს, რომ მოზარდისთვის გარემოს გამოცვლა აუცილებელია, მაგრამ არ არის საჭირო ერთი გარემო რომელიმე ძვირადღირებული კურორტით ჩანაცვლდეს.

მისივე თქმით, კარგი იქნება თუ მშობლების მხრიდან აქცენტი სწორ კვებასზე, ფიზიკურ აქტივობასა და ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების წესზე გაკეთდება და დასვენებისთვის განკუთვნილი ხარჯები ამ მიმართულებას მოხმარდება.

„30 წელია რაც ექიმი ვარ და გავიძახი, რომ კურორტი ბავშვს აუცილებლად არ სჭირდება. ბავშვისთვის ჰაერის გამოცვლის საკითხი თითიდან გამოწოვილი თემაა. ეს ყოფილი საბჭოთა კავშირის და რუსეთის გადმონაშთია, რისი მეცნიერული მტკიცებულებაც არ არსებობს. ის, რომ ბავშვი სუფთა ჰაერზე უნდა იყოს – ორჯერ ორი ოთხია, მაგრამ ის, რომ მაინცდამაიც ჰაერი უდა გამოუცვალოთ ბავშვს, ეს რუსული გადმონაშთებია. რა თქმა უნდა კარგია ზღვა, მაგრამ მარილიანი წყალი და მაგნიტური ქვიშა ძვლოვანი სისტემისთვის თითქოს კარგია – ეს საერთოდ ზღაპრებია. ბავშვის სწორი ნეიროფსიქიატრიული განვითარებისთვის და იმისთვის, რომ შემდეგ პერიოდებში არ ჰქონდეს განვითარების სხვადასხვა პრობლემები, აუცილებელია გარემოს შეცვლა, მაგრამ არ არის აუცილებელად წაიყანო, მაგალითად, ნიცაში. რაც შეეხება პანდემიას, ამ დროს კი ყველაზე მნიშვნელოვანია ბავშვი საკუთარ იზოლირებულ სივრცეში გყავდეთ.კურორტი რომ კარგია ორჯერ ორი ორი ოთხია, მაგრამ ჯობია ის ფული საჭმელში, სწორ კვებასა და ფიზიკურ აქტივობებში გამოიყენონ მშობლებმა ვიდრე 2 კვირის განმავლობაში დახარჯონ აურაცხელი თანხა და შესაბამისად არანაირი შედეგი არ მიიღონ“, – ამბობს თემურ მიქელაძემ.


წყარო: pia.ge

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close
Close