ვიდეო ნიუსისაინტერესოგართობა

როგორ უნდა მივიღოთ რუჯი უსაფრთხოდ?!

სწრაფად, ორი კვირის თანაბარ და სპორტულ რუჯს ვერ მივიღებთ, ვთქვათ, ერთ ან ორ დღეში, როგორც არ უნდა ვივარჯიშოთ, – ამის შესახებ „იმედის დილაში“ ჩართვისას ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ განაცხადა.

მას კითხვით მიმართეს, როგორ უნდა მივიღოთ რუჯი უსაფრთხოდ და სწრაფად.

მისივე თქმით, რუჯის სწრაფად მიღება კანის ფერსა და თვისებებზეა დამოკიდებული.

„სწრაფად, ორი კვირის თანაბარ და სპორტულ რუჯს ვერ მივიღებთ, ვთქვათ, ერთ ან ორ დღეში, როგორც არ უნდა ვივარჯიშოთ. მზის სხივების აბაზანა ჯობს თანდათანობით მივიღოთ, რათა დამწვრობა არ გვქონდეს. სწორედ ამ წესს არღვევენ, ერთ დღეში უნდათ ორი კვირის, ლამაზი რუჯის მიღება. ეს კიდევ, თუ მუქი ფერის კანი არ გაქვთ, გამორიცხულია“, – განაცხადა ქაშიბაძემ.

მისივე თქმით, მუქი ფერის კანის მქონე ადამიანები მზის სხივებისგან უფრო ნაკლებად იწვებიან.

„არსებობენ ისეთი კანის მქონე ადამიანები, რომლებიც რუჯს საერთოდ ვერ იღებს და მზეზე პირდაპირ იწვება“, – დასძინა ქაშიბაძემ.

მისივე თქმით, ძალიან ბევრი დაავადებაა, რომელთა გამოც ორგანიზმზე მზის სხივების დიდი რაოდენობით მოქმედება დაუშვებელია. ამდენად, მოქალაქეებმა კანის ტიპთან დაკავშირებით კონსულტაცია უნდა გაიარონ დერმატოლოგთან – რამდენად არის მათთვის რეკომენდირებული მზის სხივები და როგორ უნდა მოიქცნენ, რომ არ მიიღონ დამწვრობა.

„კანის კიბო, ნაადრევი დაბერება, კანის გამოშრობა, ნაოჭების გაჩენა, პიგმენტური ლაქები, ყოველივე ეს მზის სხივების დიდი რაოდენობით ზემოქმედების გამო ხდება“, – განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close
Close