საზოგადოებასაქართველო

ტრენინგ ცენტრები 1-ლი ივლისიდან გაიხსნება

1-ლი ივლისიდან ტრენინგ ცენტრები იხსნება – ამის შესახებ შრომის პირობების ინსპექტირების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ბექა ფერაძემ განაცხადა.

რაც შეეხება ფიტნეს დარბაზებისა და აუზების გახსნის ზუსტ თარიღსა და რეკომენდაციებს, მისი განმატებით, ამის შესახებ დეტალები საკოორდინაციო საბჭოზე იქნება ცნობილი.

„ჩვენ ამ დარგთან გვაქვს ყოველდღიური კომუნიკაცია და მათთან საბოლოოდ დასკვნით ფაზაში ვართ, რომ შევაჯეროთ ისეთი რეკომენდაციები, რომლის შესრულებაც მათ შეეძლებათ და ამასთანავე მაქსიმალურ პრევენციას გაითვალისწინებენ და საკოორდინაციო საბჭოზე უახლოეს პერიოდში გადაწყდება ის თარიღი, თუ როდის შეძლებენ ისინი ოპერირებას. რეკომენდაციები იქნება: სადეზინფექციო სამუშაოები, შეზლონგების გამოყენებისას შესაბამისი დეზინფექციის განხორციელება ყოველი გამოყენების შემდგომ, ასევე პირსახოცები, რომელიც ერთჯერად შეფუთვაში უნდა იყოს და შესაბამისი რეცხვის პროტოკოლები იქნება, გაწერილი რომელიც უზრუნველყოფს მაქსიმალურ უსაფრთხოებას“ – განაცხადა ბექა ფერაძემ.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close
Close