ბიზნესი; ეკონომიკა;ფინანსები

მსოფლიო ბანკმა საქართველოსთვის დამატებით 45 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება დაამტკიცა

მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოში „ეკონომიკური მართვისა და კონკურენტუნარიანობის განვითარების პოლიტიკის ღონისძიებებისთვის“ დამატებით 45 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსება დაამტკიცა. მსოფლიო ბანკის დამატებითი დაფინანსება საქართველოს მთავრობას COVID-19 პანდემიის ზემოქმედებით გამოწვეული მოულოდნელი ფინანსური დეფიციტის შევსებაში დაეხმარება.

„ამ რთულ პერიოდში ჩვენ, როგორც ძლიერი პარტნიორი, გვერდში ვუდგავართ საქართველოს და მხარს ვუჭერთ მთავრობის მიერ განხორციელებულ სწრაფ და ეფექტურ ანტი-კრიზისულ ზომებს, რომლის მიზანია ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენა, მათი საარსებო საშუალებების დაცვა, COVID-19-ის ეკონომიკური შედეგების შემსუბუქება და ეკონომიკური რეფორმების მძლავრი ტენდენციის შენარჩუნება,” – აცხადებს სებასტიან მოლინეუსი, მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორი სამხრეთ კავკასიაში.

„მაშინ, როდესაც საქართველოს მიერ დაწესებულმა შეზღუდვებმა ვირუსის გავრცელება წარმატებით შეაკავეს, ქვეყანას სხვა ბევრი სახელმწიფოს მსგავსად, ფისკალური და ეკონომიკური ხარჯების გაღება მოუწია. მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი ეს დამატებითი ფინანსური სახსრები, ქვეყნისთვის კრიტიკულად დროული და აუცილებელი დახმარებაა“, – აღნიშნა მან

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close
Close