საზოგადოებამსოფლიო

ნიუ-დელიში 10 000-საწოლიანი დროებითი საავადმყოფო გაიხსნა

ინდოეთის დედაქალაქ დელიში 10 000-საწოლიანი დროებითი საავადმყოფო გაიხსნა.

მედიის ინფორმაციით, ხელისუფლებამ საავადმყოფოს გახსნის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ქალაქი კორონავირუსის ეპიდემიის ცენტრად იქცა და საავადმყოფოები პაციენტებით გადაიტვირთა.

აღსანიშნავია, რომ ნიუ-დელიში, სადაც 25 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს, კორონავირუსის 87 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 2 742 პაციენტი.

რაც შეეხება ქვეყანას, ბოლო მონაცემებით, ინდოეთში კოვიდ 19-ით ინფიცირების 605 220 შემთხვევაა დადასტურებული და დაღუპულია 17 848 ადამიანი.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close
Close