ვირუსები და პანდემიამსოფლიო

ესპანეთში, კატალონიის რეგიონში მკაცრი კარანტინის რეჟიმი გამოცხადდა

ესპანეთში, კატალონიის რეგიონში მკაცრი კარანტინის რეჟიმი გამოცხადდა. პანდემიის გავრცელების შეჩერების მიზნით, კატალონიის ადგილობრივმა მთავრობამ სეგრიას რაიონში 140 000-მდე მცხოვრებელს შეზღუდვები ისევ დაუწესა. სეგრიას მოსახლოებას სახლების დატოვება მხოლოდ აუცილებელი ნივთების შესაძენად და სამსახურეობრივი მოვალეობების შესასრულებლად შეეძლება.

„ესოშიეთიდ პრესის“ ინფორმაციით, კატალონიაში ვირუსის ხელახალი გავრცელება ადგილობრივ ფერმებს უკავშირდება.

ესპანეთში სამთვიანი კარანტინი ივნისის შუა რიცხვებში გაუქმდა. პანდემიის შედეგად ქვეყანაში 28 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close
Close