ბიზნესი; ეკონომიკა;ფინანსები

რომელ სექტორებს აკრედიტებენ ბანკები?

ეკონომიკის დაკრედიტების ერთ-ერთი წყარო კომერციული ბანკების მიერ ფირმებსა და შინამეურნეობებზე გაცემული სესხებია. ფირმების შემთხვევაში ბანკებიდან მიღებული სახსრები ძირითადად საწარმოო საშუალებებს ხმარდება. ამ უკანასკნელზე მოთხოვნას კი კრედიტის ფასი – საპროცენტო განაკვეთები განაპირობებს. მასზე გავლენა კი ეროვნული ბანკს, მონეტარული ინსტრუმენტების საშუალებით გააჩნია. მათგან კი ძირითადი რეფინანსირების განაკვეთი და სარეზერვო მოთხოვნებია. კერძოდ, როცა სარეზერვო მოთხოვნების და რეფინანსირების განაკვეთი მცირდება, საპროცენტო განაკვეთები იკლებს და პირიქით. სარეზერვო მოთხოვნების შემთხვევაში სებ-ს, როგორც ლარში, ასევე უცხოურ ვალუტაში საპროცენტო განაკვეთებზე გავლენის ბერკეტი გააჩნია, ხოლო რეფინანსირების ნაწილში კი – მხოლოდ, ეროვნული ვალუტაში. ამჟამად, რეფინანსირების განაკვეთი 8.25%-ია, ხოლო სარეზერვო მოთხოვნები კი – 5% (ეროვნული) და 25% (უცხოური). მაისის თვეში კომერციული ბანკების მიერ საწარმოებისთვის ლარში გაცემული სესხების განაკვეთი 12.3%-ია, ხოლო უცხოურ ვალუტაში კი – 6.8%. განაკვეთის ამ ნიშნულებზე საწარმოებზე ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობამ 341.5 ათასი ლარი შეადგინა, რაც წინა თვეებთან შედარებით შემცირებულია.

ვრცლად: https://bm.ge/ka/article/romel-seqtorebs-akrediteben-bankebi/60233

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close
Close