სპორტი

მადრიდის „რეალმა” ლა ლიგაში ზედიზედ მეცხრე მატჩი მოიგო

მადრიდის „რეალმა” ესპანეთის ლა ლიგაში ზედიზედ მეცხრე მატჩი მოიგო და ჩემპიონობას კიდევ უფრო მიუახლოვდა.

სამეფო კლუბმა სტუმრად „გრანადა” ფერლან მენდისა და კარიმ ბენზემას გატანილი ბურთებით ანგარიშით 2:1 დაამარცხა, მასპინძელთა შემადგენლობაში კი ერთი გოლი დარვინ მაჩისის ანგარიშზეა.

წლევანდელ სეზონში მოგებული 25 მატჩიდან „რეალმა” 11 შემთხვევაში ერთბურთიანი სხვაობით გაიმარჯვა. მადრიდელებმა მეტოქე ექვსჯერ 1:0, ოთხჯერ 2:1, და ერთხელ 3:2 დაამარცხეს. შემდეგ ტურში „რეალი” „ვილიარეალს” უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში ჩემპიონობას გაინაღდებს.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close
Close