ფინანსები

საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეზღუდვების დაწესების უფლება, შესაძლოა, მთავრობას 1 იანვრამდე გაუხანგრძლივდეს

მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, საგანგებო მდგომარეობის დროს გათვალისწინებული შეზღუდვების შემოღების უფლება 1 იანვარმდე შეიძლება მიეცეს – ამას  ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის მიერ მომზადებული კანონპროექტი ითვალისწინებს. 

შესაბამისი შეზღუდვების დაწესების უფლება პარლამენტმა მთავრობას თავდაპირველად 22 მაისს მიანიჭა, მაშინ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონსა და სისხლის სასამართლის საპროცესო კოდექსში გაჩნდა ჩანაწერი, რომ მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესების უფლება 15 ივლისამდე ექნებოდა. ხვალ ეს ვადა გადის, რის გამოც პირვანდელი კანონის ავტორებმა შექმნეს ახალი კანონპროექტი, რომელიც ანალოგიურ უფლებებს 2021 წლის 1 იანვრამდე ახანგრძლივებს.

ვრცლად: BM.GE

მეტის ნახვა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close
Close