ავტოავტომობილის რევიუ
ჯეიმს ბონდის სერიალში გადაღებული ავტომობილი Lamborghini Diablo აუქციონზე გაიყიდება (ფოტოები)

1992 წელს გამოშვებული Lamborghini Diablo, რომელიც ჯეიმს ბონდის ერთ-ერთ სერიაშია გამოყენებული აუქციონზე გაიტანეს. ამის შესახებ TMZ წერს.
ავტომობილის საწყისი ფასი $119 500-ია. ავტომობილის გარბენი 73 ათასი კილომეტრია.
ფილმში ამ მანქანით, პოლკოვნიკი ტან-სუნ მუნი გადაადგილდებოდა. „ჯეიმს ბონდის სერიებში გამოყენებული იყო ძვირადღირებული ავტომობილები და მონაწილეობდნენ ულამაზესი ქალები“, – წერს გამოცემა.