საზოგადოება

15 ივლისის დღის ანონსი

15 ივლისს, 11:30 საათზე, საქართველოს სახალხო დამცველი „დისტანციური წესით გამართულ სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო სხდომების მონიტორინგის ანგარიშის“ პრეზენტაციას გამართავს.

მის: სასატუმრო „თბილისი მერიოტი“, რუსთაველის გამზირი №13

15 ივლისს, 15:00 საათზე, ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისი“, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახაბერ კუჭავას მონაწილეობით, ონლაინ დისკუსიას გამართავს. „ჯეოქეისი“-ს თავმჯდომარე, ვიქტორ ყიფიანი ონლაინ განხილვას მოდერატორობას გაუწევს. https://www.facebook.com/GeocaseGeo/

თემა: „საქართველოს საარჩევნო რეფორმის საგარეო და საშინაო განზომილებანი“.

საკონტაქტო: ნანა მაღრაძე – 599 716019

15 ივლისს, 15:00 საათზე, COVID 19-ის პანდემიის პირობებში, საქართველოს მოსახლეობის ცოდნის, რისკების აღქმის, პრევენციული ქცევისა და ნდობის მონიტორინგის პრეზენტაცია ონლაინ ფორმატში გაიმართება.

საკონტაქტო: 551150773

15 ივლისს, 15:00 საათზე, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი, (ენერგოომბუდსმენი) გამართავს 2019 წლის ანგარიშს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.

მის: თელავის მუნიციპალიტეტი, წინანდალი, სასტუმრო „რედისონ ქოლექშენ ჰოტელი“, ჭავჭავაძეების ბაღის ტერიტორია.

საკონტაქტო: ნინო ბუაჩიძე-ჭავჭავაძე – 598 00 89 88

15 ივლისს, 20:00 საათზე, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრში პროგრამის „ ქალები ეროვნულ უსაფრთხოებაში“ 2019-2020 წლის კურსდამთავრებულთა სერტიფიკატებით დაჯილდოება გაიმართება.

ღონისძიებას დაესწრება ნიდერლანდების ელჩი საქართველოში მაიკე ვან კოლდამი, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში როზარია პუგლისი, პროექტის მენტორები და ლექტორები.

მის: კოსტავას 75ბ

საკონტაქტო: ნინო ხომერიკი – 599 88 15 05

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close
Close