საზოგადოებასაქართველო

სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევების რაოდენობა 2020 წლის პირველ ნახევარში 35%-ით შემცირდა – შრომის ინსპექცია

შრომის ინსპექცია საქმიანობის 5 წლის ანგარიშის პრეზენტაციას მართავს.

დეპარტამენტის ინფორმაციით, მათი მუშაობის შედეგად, მკვეთრად გაუმჯობესდა სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოების ზომები. 2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, უბედური შემთხვევების რაოდენობა 24%-ით, ხოლო 2020 წლის პირველ ნახევარში, 2019 წლის იგივე პერიოდთან შედარებით, 35%-ით არის შემცირებული.

ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვა 2015 წელს დაიწყო. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი სწორედ ამ დროს შეიქმნა. 2015 წლიდან 2018 წლამდე იყო გარდამავალი პერიოდი, როდესაც დეპარტამენტს მიეცა შესაძლებლობა ჩამოყალიბებულიყო, როგორც ძლიერი მაკონტროლებელი ორგანო, ხოლო ბიზნესს მიეცა მოსამზადებელი პერიოდი, რათა გაცნობოდნენ და დაეცვათ შრომის უსაფრთხოების თანამედროვე მოთხოვნები.

ვრცლად – https://imedinews.ge/ge/sazogadoeba/153690/shromis-inspeqtsia-samushao-adgilebze-ubeduri-shemtkhvevebis-raodenoba-2020-tslis-pirvel-nakhevarshi-35it-shemtsirda

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close
Close