საინტერესო

საუკუნის ბოლოს მსოფლიოში შობადობის კოეფიციენტი მნიშვნელოვნად შემცირდება

ვაშინგტონის უნივერსიტეტის ჯანმრთელობის გაზომვის და შეფასების ინსტიტუტმა შობადობის სტატისტიკის შესახებ ახალი მონაცემები გამოაქვეყნა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, სპეციალისტების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ შობადობით კოეფიციენტი, რომელიც 2017 წელს 2.4-ს შეადგენდა, 2100 წელს 1.7-მდე შემცირდება. მეცნიერების ნაშრომი ჟურნალ Lancet-ში გამოქვეყნდა.

შობადობის კოეფიციენტი ერთი ქალის მიერ გაჩენილი ბავშვების საშუალო რაოდენობაა. თუ ის 2.1-ზე დაბალია, გარკვეული პოპულაცია შემცირებას იწყებს. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ საუკუნის ბოლოს, მსოფლიოს 23 ქვეყნის მოსახლეობა განახევრდება. შედეგად, დედამიწის მოსახლეობის რაოდენობა პიკს დაახლოებით 2064 წელს პიკს მიაღწევს (9.7 მილიარდი ადამიანი), საუკუნის ბოლოს კი 8.8 მილიარდამდე შემცირდება.

მაგალითად, 4 წელიწადში ჩინეთში 1.4 მილიარდი ადამიანი იცხოვრებს, თუმცა საუკუნის ბოლომდე ეს რიცხვი 732 მილიონამდე შემცირდება და ყველაზე ხალხმრავალი სახელმწიფოს ტიტულს ინდოეთი მიიღებს. მოსახლეობის რაოდენობა შემცირდება იაპონიაში, იტალიაში, დიდ ბრიტანეთში, სამხრეთ კორეაში და ა.შ.

ვრცლად – https://www.bbc.com/news/health-53409521

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close
Close