
ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ მიიღო ოფიციალური გადაწყვეტილება, 2020-21 წლების სეზონის ბოლომდე გააგრძელოს ხუთი ცვლილების წესი.
„ვრცელი გამოკვლევის საფუძველზე, რომელიც თავის თავში მოიცავდა დაინტერესებულ მხარეებთან კავშირს და კალენდარზე კორონავირუსის გავლენის ანალიზს, მივიღეთ გადაწყვეტილება, გაგრძელდეს მატჩებისას ხუთი შეცვლის შესაძლებლობა. ეს წესი ძალაში იქნება 2021 წლის 31 ივლისამდე“, – წერია ფიფას განცხადებაში.