პოლიტიკამთავარი დღესსაქართველო

ბიზნესმენები “ოცნების” მაჟორიტარულ სიაში

“ქართულმა ოცნებამ” რამდენიმე დღის წინ მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. ამჯერად მმართველმა პარტიამ ცნობად სახეებს შორის კანდიდატებად ბიზნესმენებიც დაასახელა. ამ ბიზნესმენთა ნაწილი დღესაც პარლამენტის წევრია, რამდენიმეს კი აქამდე პოლიტიკასთან შეხება არ ჰქონია. 

ბიზნესმენები “ქართული ოცნების” სიაში:

ახალციხის, ბორჯომის, ადიგენისა და ასპინძის მუნიციპალიტეტები – ანტონ ობოლაშვილი;

ანტონ ობოლაშვილი ბიზნესმენია, მას ეკუთვნის ფარმაცევტული საქონლის საბითუმო ვაჭრობით დაკავებული კომპანია “გლობალფარმი”, რომელიც რიგი დასახელების მედიკამენტებით ვაჭრობს. 2018 წლის ფინანსური ანგარიშგების თანახმად, კომპანიის შემოსავალი 60.7 მილიონი დოლარი იყო, მისი წმინდა მოგება კი 13.6 მილიონი ლარი. კომპანიის აქტივები 78 მილიონი ლარია.

ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები – ვასილ ჩიგოგიძე;

ვასილ ჩიგოგიძე 2004-2008 წლებში მეექვსე მოწვევის პარლამენტის წევრი იყო და დამოუკიდებელი მაჟორიტარების ფრაქციაში შედიოდა. ამჟამად ვასილ ჩიგოგიძის სახელზე რამდენიმე ათეული კომპანიის წილები ირიცხება. მათ შორისაა 25%-იანი წილი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში. ამასთან, ჩიგოგიძე არის შპს “ჩიგოს” დირექტორი, შპს “ვიტეშოპის” დირექტორი, ასევე არის შპს “გუბაზეული 2018”-ის დირექტორი.

ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მუნიციპალიტეტები – გოჩა ენუქიძე;

გოჩა ენუქიძე საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრია და შესაძლოა მეათე მოწვევის პარლამენტის წევრიც გახდეს. ენუქიძე პოლიტიკაში წასვლამდე “იბერკომპანი ჰოლდინგის” პრეზიდენტი იყო. დეპუტატი დღემდე რჩება ჰოლდინგის წილების მესაკუთრედ.

კომპანიის 2018 წლის კონსოლიდირებული აუდიტორული ანგარიშის თანახმად, “იბერკომპანის” შემოსავალი 57.5 მილიონი ლარი იყო, ხოლო მისი წმინდა მოგება 2.5 მილიონ ლარს შეადგენდა.

ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტები – ბეჟან წაქაძე;

ბეჟან წაქაძე სამშენებლო კომპანია “ჯორჯიან დეველოპმენტ გრუპ+”-ის დამფუძნებელი და 50%-იანი წილის მფლობელია. ფინანსური ანგარიშგების თანახმად, კომპანიამ 2018 წლის განმავლობაში 5.7 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, ხოლო კომპანიის წმინდა მოგება ამავე წელს 914 ათასი ლარი იყო.

ამასთანავე, ბეჟან წაქაძე არის შპს დავით ტატიშვილის სპორტული მედიცინის და რეაბილიტაციის ცენტრის – 50%-იანი წილის; შპს ლა გრანდე დიმორას – 50%-იანი წილის; შპს „სოლიდის“ – 40%-იანი წილის; შპს „მაგნოლიას” 100%-იანი წილის მფლობელი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ბეჟან წაქაძეს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ 60 ათასი ლარი აქვს შეწირული. 

ხაშურისა და ქარელის მუნიციპლიტეტები – ზაზა დუგლაძე
ზაზა დუგლაძე შპს დუგლაძეების ღვინის კომპანიის თანადამფუძნებელია. კომპანია ღვინისა და სპირტის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია და ქართული Forbes-ის შეფასებით, ტოპ-ათეულშიც შედის. კერძოდ, კომპანიის შემოსავალი 2018 წლის ანგარიშგების თანახმად 25.7 მილიონი ლარი, წმინდა მოგება 3.2 მილიონი ლარი, ხოლო აქტივები 55.6 მილიონი დოლარი იყო. ზაზა დუგლაძეს კომპანიაში 23%-იანი წილი ეკუთვნის.

კომპანიაში დუგლაძეების ბიზნესპარტნიორი “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ძმა, ალექსანდრე ივანიშვილიცაა. მას კომპანიის 23%-იანი წილი ეკუთვნის. დუგლაძეების ღვინის კომპანიას ასევე ეკუთვნის ვარციხის კონიაკის ქარხანაც. ზაზა დუგლაძის ძმა, გიორგი დუგლაძე სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს უფროსია.

ზაალ დუგლაძეს “ქართული ოცნებისთვის” ჯამში 115,000 ლარი აქვს შეწირული. დონაციები მან 2016, 2017, 2019 და 2020 წლებში განახორციელა. ბოლოს მაჟორიტარობის კანდიდატმა პარტიას ფული 5 მაისს შეწირა და 25 ათასი ლარი გადარიცხა.

წყარო: BM.GE

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close
Close