პოლიტიკამთავარი დღესმსოფლიო

შეგვებრძოლეთ ერთი-ერთზე და ვნახავთ ვისი აჯობებს – ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა სომხეთს გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა, სომხეთი დაცვის თხოვნით კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაიქცა და აზერბაიჯანის ქმედებების დაგმობა მოითხოვა.

„კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია ექვსი ქვეყნისგან შედგება. აქედან სამმა საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით მხარი აზერბაიჯანს დაუჭირა. სხვაგვარად არ შეიძლებოდა ყოფილიყო, რადგან ჩვენ მათთან ვმეგობრობთ, მათ შეუძლიათ გვენდონ, როგორც კარგ, ასევე რთულ დღეებში. დაე, სომხეთის მშიშარა მთავრობამ გაიხსენოს, თუ როგორი შეურაცხყოფა მიაყენა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას, როდესაც სხვა ქვეყნებთან შეთანხმების გარეშე ორგანიზაციის გენერალური მდივანი დააპატიმრა. შეგვებრძოლეთ ერთი-ერთზე და ვნახავთ ვისი აჯობებს“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close
Close