მთავარი დღესპოლიტიკა

ჯო ბაიდენი – ჩვენ გვყავს პრეზიდენტი, რომელსაც მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ქაოსისა და განხეთქილების თესვა

აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი და პრეზიდენტობის „დემოკრატი“ კანდიდატი ჯო ბაიდენი ორეგონის შტატ ქალაქ პორტლენდში საპროტესტო აქციების დარბევის გამო პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას „აღმაშფოთებლად ცუდი ტაქტიკა აქვს.”

“ჩვენ გვყავს პრეზიდენტი, რომელსაც მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ქაოსისა და განხეთქილების თესვა, გაუმჯობესების ნაცვლად საქმეების გაუარესება,“- აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

ცნობისათვის, ორეგონის შტატ ქალაქ პორტლენდში ანტირასისტული საპროტესტო აქციების სამართალდამცავების მიერ დაშლის ფაქტს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამართლებულ ნაბიჯად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ისინი ფედერალური საკუთრების დაცვას ცდილობდნენ. გუშინ პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აშშ-ის დიდ ქალაქებში მიმდინარე ანტირასისტული საპროტესტო აქციების გასაკონტროლებლად კიდევ უფრო მეტი ფედერალური სამართალდამცავის გაგზავნას გეგმავს.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close
Close