ბლოგები

ფრთიანი ფრაზები 2020 წლის ეროვნული გამოცდებიდან

ფრთიანი ფრაზები 2020 წლის ეროვნული გამოცდებიდან:

– „გამოცდა აქ ტარდება“?– „აბა დილის 8 საათზე „საბირჟაოდ“ მოვედით?“

– „მოდი, პირჯვარი აიღე, წყალი გადაიწერე და შედი!“მშობელი: „უკვე ჩამერთო ნერვები!“

-მშობელი დაცვას: შემოვალთ ჩრდილშიდაცვა: იქითაც ბევრი ჩრდილია ქალბატონომშობელი: აქედან უფრო კარგად ვნერვიულობ!

– „არსად არ მოიხსენიება ოქროს მედალი, არც ატესტატში, არც არსად, დადე სახლში და გქონდეს.“

– „ამან ისე კარგად ილაპარაკა, 70%-იან გრანტს აიღებს, უეჭველი!“

– „ვაიმე ტელეფონს თუ ართმევენ რამე რომ გაუჭირდეს, როგორ გამაგებინებს ბავშვი?“– „თქვენ სახლში საერთოდ ლოცულობთ?“

– „იცით რას გეტყვით ქალბატონო, მე სახლში იერუსალიმიდან ჩამოტანილი სანთელი მაქვს!“

– „აუდიტორიაში რომ შეხვალ დამირეკე!“

– „ წერას რომ დავიწყებ მაშინ დაგირეკავ, მა!“

– „აბა ვინ იყო შერმადინი? ჟურნალისტი ხარ უნდა გახსოვდეს!“

– „ნანა, ამოიღე ერთი ის „პერაშკები!“

– „მაღაზია მასწავლეთ სადაა აქ, ბავშვი რომ გამოვა წვენი და მიწის თხილი უნდა დავახვედრო.“

– „რეპეტიტორები არიან ეშმაკები და ჭინკები, ყველა სკოლაში მუშაობს და არ ასწავლიან ბავშვებს, რომ შემდეგ ფული აიღონ!“გულშემატკივარი 1:“ ბიჭები უფრო გენიოსები არიან“. გულშემატკივარი 2: „ჭკვიანი ბავშვი ყველა კარგია“.

– „თქვენი შვილი როგორ სწავლობდა?“

– „რა ვიცი, როგორც ბიჭებს შეეფერებათ.“გულშემატკივარი დისტანციით მოწყობილ აბიტურიენტებზე: „რა უბედურებაა ზონაა თუ სკოლა? თან კედლებზე ამდენი წარწერები!“

– „ჩემ უკან ისეთი სიმპატიური ბიჭი იჯდა, მომეღრიცა კისერი“.

– „ჩემი ბიჭი ძალიან სხვანაირია, ყველაფერი იცის, მაგრამ გამოხატვა არ უყვარს, ეხათრება. შევეხვეწე, გამოცდაზე მაინც ყველაფერი დაწერე, რაც იცი- მეთქი“.აბიტურიენტი: „შუბლზე ის პისტოლეტი მომადეს და მერე შემიშვეს (გულისხმობს ტემპერატურის საზომ ხელსაწყოს).“

– “ქართულის გამოცდაზე ისეთი ლამაზი თეთრკაბიანი გოგონა იყო,არ შეგინიშნავს? ჩემი შვილისთვის მომეწონა, ისეთი მოკრძალებული და ლამაზი იყო, ვიფიქრე მივალ, გამოვკითხავ ვინაობას და სადაურობას – მეთქი, მაგრამ მამა დახვდა და ვერ გავბედე. მამაც ისეთი სიმპათიური იყო. ახლა ვათვალიერებ, იქნებ ისტორიის გამოცდაზე დავინახო.”

– „ეს თუ ჩემი გოგო გამოვიდა ასე უცებ, თმით უნდა ვითრიო (მისი გოგო არ აღმოჩნდა, გადარჩა J )!“დაცვა მიმართავს გულშემატკივარს, რომ დაიშალონ და დისტანცია დაიცვან.პასუხი: “ვიდგებით, ერთი კლასტერიდან ვართ!”

– „დედა შენი 31 ზარი დამხვდა ტელეფონზე, ხო იცოდი რო გამოცდაზე ვარ?!“

– „რავიცი, გირეკავდი მაინც“

– „თქვენ გამოცდაზე ხართ?“

-„რაღა დროს ჩემი გამოცდაა, საცაა პენსია უნდა ავიღო“.

– „წამო მამი, კაი სალათა და თონის პური ჩემზე იყოს!“

– „ჟურნალისტი თუ ხართ კამერა რატომ არ გიჭირავთ? წერთ? მე არ გამიგია ჟურნალისტი წერდეს.“

– „რთული იყო?“

– „არც ისე, მაგრამ ძნელი იყო.“

– „გამოცდები იყო ჩვენ დროს, ახლა ამას ჰქვია მაიმუნობა!“

– „ჩემი შვილი ვაკე-საბურთალოს არ გასცდენია. გლდანში რას დაგვინიშნეს გამოცდა!“გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტი: „ერიკ ემანუელ შმიდტის მოთხრობა შეგვხვდა.“მშობელი მეორე მშობელს: „ვიღაცა ერიკასა და ემანუელას მოთხობები შეხვედრიათ.“მშობელი: „ამ გამოცდებზე ნერვიულობისაგან 5 კილო დავიკელი. აფსუს, მთავრდება, თორემ მოვასწრებდი კიდე ორ-სამ კილოს.“

მეტის ნახვა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close
Close