მთავარი დღესტექნოლოგიები

Facebook-ი ევროკავშირის ანტიმონოპოლიურ ორგანოებს უჩივის

ამერიკულმა კორპორაცია Facebook-მა ევროკავშირის ანტიმონოპოლიურ ორგანოებს თავისი თანამშრომლების პირადი მონაცემების მოპოვების მცდელობის გამო სასამართლოში უჩივლა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

გამოცემის ინფორმაციით, 2019 წლიდან ევროკავშირი კორპორაციის მიმართ რამდენიმე გამოძიებას აწარმოებს. ერთ-ერთი მათგანი Facebook-ის მონაცემების მოცულობას ეხება, მეორე კი კორპორაციის კუთვნილ სავაჭრო პლატფორმას, რომლითაც 800 მილიონი მომხმარებელი სარგებლობს 70 ქვეყნიდან.

გასული წლის განმავლობაში Facebook-მა ბრიუსელს ევროკომისიის მოთხოვნით 315 ათასი დოკუმენტი (1.7 მილიონი გვერდი) გადასცა. კომპანიაში აცხადებენ, რომ ევროკავშირი მათგან ფართო მოცულობის დოკუმენტაციას ითხოვს, შესაბამისად, მათ ორგანიზაციისთვის ისეთი საბუთების გადაცემა უწევთ, რომლებშიც თანამშრომლების და მათი ოჯახის წევრების სამედიცინო და ფინანსური ინფორმაციაა.

„ჩვენი აზრით, ასეთი მოთხოვნები ევროკავშირის სასამართლოებმა უნდა განიხილონ“, – განაცხადეს Facebook-ში. კორპორაცია ვერდიქტის გამოტანამდე ბრიუსელისთვის დოკუმენტების გადაცემის გაყინვას ითხოვს.

ევროკავშირის გარდა Facebook-ის წინააღმდეგ გამოძიებას აშშ-ის ფედერალური სავაჭრო კომისია და აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისია აწარმოებს.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close
Close