მსოფლიოსაზოგადოება

ბენი განცი აცხადებს, რომ ისრაელი მზადაა, ლიბანს ჰუმანიტარული და სამედიცინო დახმარება გაუწიოს

ისრაელის თავდაცვის მინისტრი და ქვეყნის ალტერნატიული პრემიერ-მინისტრი ბენი განცი აცხადებს, რომ ისრაელი მზადაა, ლიბანს დახმარება აღმოუჩინოს. განცხადება ბენი განცმა „ტვიტერში“ გააკეთა.

მისი თქმით, ისრაელი მზადაა, ლიბანს ჰუმანიტარული და სამედიცინო დახმარება გაუწიოს.

ბენი განცის თქმით, ორ ქვეყანას შორის არსებული უთანხმოების გამო, ისრაელმა ლიბანის მთავრობასთან დაკავშირება უსაფრთხოებისა და დიპლომატიური არხებით დაამყარა.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close
Close