მთავარი დღესმსოფლიოსაზოგადოება
ბოლივიის სკოლებში სასწავლო პროცესი 2021 წლამდე არ განახლდება

ბოლივიაში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, სკოლებში სასწავლო პროცესი 2021 წლამდე არ განახლდება. ამის შესახებ ბოლივიის მთავრობაში განაცხადეს.
„სასწავლო წელი უქმდება, ვინაიდან სოფლის რაიონების უმეტესობას ინტერნეტზე წვდომა არ აქვს“, – განაცხადა ბოლივიის მთავრობის წარმომადგენელმა.