მთავარი დღესმსოფლიოპოლიტიკა

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ბეირუთში, სავარაუდოდ, „საშინელი თავდასხმა“ განხორციელდა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში, სავარაუდოდ, თავდასხმა განხორციელდა.

„ეს საშინელ თავდასხმას ჰგავს. შეერთებული შტატები ლიბანის დასახმარებლად მზადაა,“- აღნიშნა ტრამპმა.

კითხვაზე, თუ რას ეფუძნებოდა აფეთქების შესახებ მისი შეფასება, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ის რამდენიმე ამერიკელ გენერალს შეხვდა.

„როგორც ჩანს, ისინი ფიქრობენ, რომ ეს თავდასხმა იყო. ეს გარკვეული სახის ბომბი იყო,“- აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close
Close