მთავარი დღესფეხბურთისპორტი

დღეს „ევროპა ლიგის“ მერვედფინალის მატჩები გაიმართება

5-თვიანი პაუზის შემდეგ ფეხბურთში ევროპული საკლუბო ტურნირები დღეს, ევროპა ლიგის მერვედფინალის ოთხი საპასუხო შეხვედრით განახლდება.

დონეცკის „შახტარი“, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი დავით ხოჭოლავა თამაშობს, საკუთარ მოედანზე „ვოლფსბურგს“ დაუპირისპირდება. დანიაში კი „კოპენჰაგენის“ მეტოქე თურქეთის „ისთანბულ ბაშაქშეჰირი“ იქნება. პირველი რაუნდი „შახტარმა“ 2:1, „ბაშაქშეჰირს“ კი 1:0 მოიგო.

„მანჩესტერ იუნაიტედი“ „ლასკს“, მიიღებს. ინგლისელებმა ავსტრიელები სტუმრად 5:0 დაამარცხეს.

გათამაშების კიდევ ერთ წყვილს, „ინტერსა“ და „ხეტაფეს“ შორის მერვედფინალი პანდემიის გამო საერთოდ არ ჩატარებულა და ამ გუნდებს შორის გამარჯვებული ერთ შეხვედრაში ირკვევა, რომელიც გელზენკირხენში ჩატარდება.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close
Close