მთავარი დღესვიდეო ნიუსისამართალი

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში მივლენ (ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს, გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები მივლენ.

როგორც ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიებაში FBI-ის ჩართულობისთვის შსს-ის მზაობა წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა აღნიშნულ საკითხზე ვადებთან დაკავშირებით მთავარი არის პროკურატურის გადაწყვეტილება.

„შინაგან საქმეთა სამინისტოს მზაობა ერთი გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ ამის უკან მთავარი არის პროკურატურის და გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის გადაწყვეტილება იმ ვადებთან დაკავშირებით, რაც ყველაზე მთავარია“, – განაცხადა ადვოკატმა.

მისი თქმით, ფედერალური ბიუროს წარმომადგენლების მოწვევა დაჩქარებულად უნდა მოხდეს.

„ყველაფერი დაჩქარებული წესით უნდა იყოს და არ იყოს მხოლოდ საზოგადოებაში გამოჩენა იმის, რომ ჩვენ ვართ მზად. ეს ყველაფერი დროულად უნდა მოხდეს“, – განაცხადა რამიშვილმა.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი შინაგან საქმეთა სამინისტროში 11:00 საათზე მივა.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close
Close