მთავარი დღესპოლიტიკასაქართველო

ლაშა ჟვანია აცხადებს, რომ რუსეთ-საქართველოს ომი ევროპისთვის გაფრთხილება უნდა იყოს

ისრაელში საქართველოს ელჩის ლაშა ჟვანიას განცხადებით, რუსეთ-საქართველოს ომი ევროპისთვის გაფრთხილება უნდა იყოს. ამის შესახებ ჟვანიამ „იერუსალიმ პოსტთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„2008 წელს, ჩვენ ხმამაღლა განვუცხადეთ მთელს მსოფლიოს, რომ საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანა არ იქნებოდა, რომელსაც რუსეთის აგრესიასთან გამკლავება მოუწევდა. დემოკრატიულ სამყაროს რომ ძლიერი გზავნილი გაეშვა რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით, ეს პრეცედენტი უკრაინაში აღარ განმეორდება. კიბერთავდასხმებით რუსეთი საკუთარი ძალების დემონსტრირებას ახდენდა არა მხოლოდ რეგიონის ქვეყნების, არამედ ევროპის წინაშეც. ბოლო 12 წელია, რუსეთი სიტუაციის ესკალაციას ყოველწლიურად ცდილობს, ე.წ. სასაზღვრო ხაზების გადაწევით, ზოგჯერ რამდენიმე, ხანდახან კი  – რამდენიმე ასეული მეტრით“ – აღნიშნა ელჩმა.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close
Close