მთავარი დღესმსოფლიოსტიქია

საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ტყის ხანძარს უშედეგოდ ებრძვიან (ვიდეო)

საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ბუშ-დიუ-რონის დეპარტამენტში, ტყის ხანძარს უშედეგოდ ებრძვიან.

Euronews-ის ინფორმაციით, ხანძრის ჩაქრობას 1 200-ზე მეტი მეხანძრე და 7 ვერტმფრენი ცდილობს. როგორც ირკვევა, ცეცხლი გასულ საღამოს გაჩნდა და 500 ჰექტარზე არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწები და ტყის მასივი გაანადგურა.

ამასთან, დეპარტამენტის ხელისუფლებამ ხანძარსაშიში ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close
Close