მთავარი დღესვირუსები და პანდემიაჯანმრთელობა

სომხეთში საგანგებო მდგომარეობა ერთი თვით გახანგრძლივდება

სომხეთის მთავრობა ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობის ერთი თვით გახანგრძლივებას აპირებს. ამის შესახებ სომხეთის ვიცე-პრემიერმა, ტიგრან ავინიანმა განაცხადა.

„ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის ერთი თვით გახანგრძლივების შესახებ გადაწყვეტილება მივიღეთ. თუმცა, ამ გადაწყვეტილების მიუხედავად, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში სერიოზულ ცვლილებებს შევიტანთ. კერძოდ, ქვეყანაში უცხოელების შემოსვლის შესაძლებლობას გადავხედავთ, რიგი საქონლის ექსპორტზე დაწესებულ შეზღუდვებს მოვხსნით, ასევე მიტინგებში მონაწილეობის საკითხს გადავხედავთ“ – განაცხადა სომხეთის ვიცე-პრემიერმა.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close
Close