მთავარი დღესშემთხვევამსოფლიო

“ბეირუთში აფეთქება ჰიროსიმაში ჩამოგდებული ატომური ბომბის სიმძლავრის 10%-ის ეკვივალენტური იყო”

ბეირუთში მომხდარი აფეთქება ჰიროსიმაში მეორე მსოფლიო ომის დროს ჩამოგდებული ატომური ბომბის სიმძლავრის 10%-ის ეკვივალენტური იყო. ასე აფასებენ ბრიტანელი მკვლევრები შეფილდის უნივერსიტეტიდან 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატის აფეთქების სიმძლავრეს.

როგორც „ბიბისი“ მეცნიერებზე დაყრდნობით წერს, ეს უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი არაბირთვული აფეთქება იყო მსოფლიოში.

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის პორტთან 4 აგვისტოს აფეთქება მოხდა. გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი ამონიუმის ნიტრატის დიდი მარაგი გახდა, რომელიც საწყობში უსაფრთხოების ზომების დაცვის გარეშე ინახებოდა.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close
Close