პოლიტიკაბიზნესი; ეკონომიკა;მთავარი დღესსაქართველო

საქართველოს მოქალაქეებისთვის კომუნალური დახმარების პროგრამა ზამთრის თვეებშიც გაგრძელდება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქალაქეებისთვის კომუნალური მხარდაჭერის პროგრამა ზამთრის თვეებშიც გაგრძელდეს.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენი მოქალაქეების ოჯახების შემოსავლების კლება ან სამუშაო ადგილების დაკარგვა რომ დავაკომპენსიროთ, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, კომუნალური გადასახადების მხარდაჭერის თვალსაზრისით გაგრძელდეს პროგრამა ზამთრის ოთხი თვის განმავლობაში. ეს იქნება ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი და თებერვალი. დახმარება იქნება იგივე პრინციპით, როგორც აქამდე იყო  – 200 კილოვატსაათი და 200 კუბური მეტრი გაზის მოხმარება მთავრობის მიერ იქნება კომპენსირებული. ჩვენ შედარებით შეძლებულ მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, ასეთ დახმარებაზე თქვან უარი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close
Close