მთავარი დღესრეგიონები

სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში ახალი სამაცივრო მეურნეობა ამოქმედდა

სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „ალაზანი“ ახალი სამაცივრო მეურნეობა სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში ამოქმედდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ საწარმოში, ჯამურად, ერთ მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის, 600 000 ლარი გრანტია.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, სამაცივრე მეურნეობაში 1100 ტონა ხილისა და ბოსტნეულის შენახვაა შესაძლებელი. კოოპერატივი პროდუქციის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე გეგმავს. კოოპერაციულ საწარმოში 15 ადგილობრივია დასაქმებული.

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე გიორგი ჯიბლაძე, კახეთის მხარის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელთან, ირაკლი შიოშვილთან ერთად, ახლადგახსნილ საწარმოში იმყოფებოდა.


წყარო: 1tv.ge

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close
Close