მთავარი დღესსაინტერესო

12 მითი სხვადასხვა ქვეყნის შესახებ, რომელთა მოსმენითაც უკვე დაიღალა ამ ქვეყნების მოსახლეობა.

ჩვენ ჩვევად გვაქვს, რომ ქვეყნის შესახებ შთაბეჭდილება შევიქმნათ
ფილმების, საინფორმაციო საშუალებების ან მეგობრების მოთხრობილი
ისტორიების საფუძველზე. მაგრამ ცოტა თუ დაფიქრებულა იმ გარემოებებზე,
რომ ფილმები – არის გამონაგონი, საინფორმაციო საშუალებების გაშუქებული
ინფორმაციები – არის მიკერძოებული, ხოლო მეგობრების ერთკვირიანი
მოგზაურობა ძალიან ცოტაა იმისათვის, რომ ობიექტური აზრი შეექმნას ადამიანს
სხვა ქვეყანაზე.
ამიტომ, ხშირ შემთხვევაში ის, რაც ჩვენ გვგონია რომ ვიცით სხვა
სახელმწიფოებისა და მათი მოსახლეობის შესახებ, სინამდვილეში არის მცდარი,
ან მინიმუმ გაზვიადებული. AdMe.ru მზად არის ფარდა ახადოს 12 ფართოდ
გავრცელებულ ამგვარ მითს.

როგორ შეიცვალა ჩინეთი უკანასკნელი ...
მითი 1. ჩინეთი – არის მსოფლიოში ყველაზე მჭიდროდ დასახლებული
ქვეყანა.
ჩინეთში ცხოვრობს ყველაზე მეტი ადამიანი, ვიდრე ნებისმიერ სხვა
ქვეყანაში ჩვენს დედამიწაზე, მაგრამ მოსახლეობის სიმჭიდროვით ის არ დგას
პირველ ადგილზე. ამ მაჩვენებლით ის ჩამორჩება გერმანიას, იტალიასა და
თუნდაც მოსკოვის შემოგარენს, მოსკოვის გარეშე.
საქმე იმაშია, რომ უზარმაზარი მოსახლეობის გარდა, ჩინეთის სახალხო
რესპუბლიკას ასევე გააჩნია მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ტერიტორია. და ამ
ტერიტორიის დაახლოებით 2/3 უკავია მთებსა და უდაბნოებს.

სუმოს ტერმინთა განმარტებითი ...

მითი 2. სუმო იაპონიის ყველაზე პოპულარული სპორტია.
ბოლო წლების განმავლობაში, ტრადიციული იაპონური ჭიდაობა იბრუნებს
თავის დაკარგულ პოზიციებს. მაგრამ სუმო მაინც ძლიერ ჩამორჩება
პოპულარობით იაპონიაში მასიურად გავრცელებულ სპორტის სახეობას –
ბეისბოლს. ამ ქვეყანაში სპორტით დაკავებული ახალგაზრდების ნახევარი,
სპორტის ყველა სახეობებიდან ამჯობინებს ბეისბოლს.

კვირის პალიტრა - ბუდიზმი

მითი 3. ინდოეთი ბუდისტების ქვეყანაა.
ინდოეთში მორწმუნეთა 80%-ზე მეტი არის ინდუიზმის მიმდევარი.
ისლამი გავრცელების თვალსაზრისით არის მეორე ადგილზე. ბუდისტები არიან
ქვეყნის მოსახლეობის 1%-ზე ნაკლები. თითქმის ყველა მათგანი ცხოვრობს
ჩრდილოეთ რეგიონებში, რომლებიც მდებარეობს ტიბეტთან ახლოს.

რა არის ყველაზე 8 Pizzas იტალიაში | Save A Train

მითი 4. იტალიელები ჭამენ რაც სურთ და რამდენიც უნდათ, მაგრამ არ
სუქდებიან.მართალია, იტალიაში სიმსუქნის პრობლემა ისეთი აქტუალური არ არის,
როგორც, მაგალითად, შეერთებულ შტატებში. მაგრამ ისტორიები იმის შესახებ,
რომ ყველა იტალიელი ყოველდღიურად მიირთმევს ერთ ჯამ მაკარონს, აყოლებს
ერთ ბოთლ ღვინოს და ამავე დროს რჩება სუსტი, მეტად გაზვიადებულია.
სტატისტიკის თანახმად, ყოველი მე-5 იტალიელს აწუხებს ჭარბწონიანობა.
ხოლო აპენინებში სიტუაცია ბავშვური სიმსუქნის თვალსაზრისით, არის
ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე უარესი.

კვირის პალიტრა - ნისლიანი ალბიონის ...
მითი 5. ინგლისი წვიმების ქვეყანაა.
ცხადია, ბრიტანეთს არ შეიძლება ეწოდოს მშრალი ადგილი, მაგრამ მისი
„წვიმიანობა“ მეტად გაზვიადებულია, მიუხედავად იმისა, რომ კუნძულის
ზოგიერთ ნაწილში ამინდი ნამდვილად ნოტიოა. მაგალითად, ლონდონში,
წელიწადში ნაკლები ნალექი მოდის, ვიდრე მოსკოვში ან სანქტ-პეტერბურგში.

დუბაი, არაბთა გაერთიანებული ...
მითი 6. არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში ყველა მაცხოვრებელი
ზღაპრულად მდიდარია.
არაბეთის გაერთიანებული საემიროების მკვიდრი მოსახლეობა, როგორც
წესი, მართლაც მდიდრულად ცხოვრობს. მაგრამ ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები
მოსახლეობის დაახლოებით 85% შეადგენს ემიგრანტებს. არაბთა გაერთიანებულ
საემიროებში მცხოვრებ არაბებს შორის, 2/3-ზე მეტი არიან ჩამოსულები
მეზობელი ქვეყნებიდან.
ემიგრანტებს უჭირავთ თანამდებობათა უმეტესობა. მაშინ, როცა IT
სპეციალისტები და მენეჯერები უზრუნველყოფილი არიან ღირსეული ცხოვრების
დონით, რიგითი მუშები და ჩვეულებრივი ოფისის თანამშრომლები, ამ
ძვირადღირებულ ქვეყანაში, ზოგჯერ ცხოვრობენ ისეთ პირობებში, რომ
მოსკოვის არალეგალებსაც კი არ შეშურდებათ მათი.

ავიაბილეთები რიო-დე-ჟანეირო • Aviatickets.ge
მითი 7. ბრაზილიის დედაქალაქი – არის რიო-დე-ჟანეირო.
რიო-დე-ჟანეირო მართლაც იყო ქვეყნის დედაქალაქი თითქმის 200 წლის
განმავლობაში, მაგრამ ჯერ კიდევ 1960 წელს, დედაქალაქი გადავიდა ახალ,
სპეციალურად აშენებულ ქალაქში – ბრაზილიაში. დღესდღეობით რიო ქვეყნის
ყველაზე დასახლებული ქალაქიც კი არ არის, ის ჩამორჩება სხვა მეგაპოლისს – სან
პაულოს.

What Is Time? A Simple Explanation
მითი 8. გერმანიაში, ყველანი ძალიან პუნქტუალურები არიან და ყველა
ადამიანი მუშაობს მკაცრი გრაფიკის მიხედვით.
პუნქტუალურობა – არის გერმანული ტრადიციული კულტურის ნაწილი,
მაგრამ როგორც დანარჩენ მსოფლიოში, გერმანიაშიც კულტურული საზღვრები
ქრება, ხოლო ეროვნული ტრადიციები დავიწყებას ეცამა. ჩვენს მსგავსად,
ქვეყანაში რამდენიმე მსხვილი პროექტი ხორციელდება დაგეგმილთან

შედარებით უფრო გვიან. ასევე, სტატისტიკის თანახმად, გერმანიაში
მატარებლების დაახლოებით მესამედი იგვიანებს.

corida-claude-chollet – Blogue de Claude Chollet
მითი 9. კორიდა — ძალიან პოპულარული შოუა ესპანელებს შორის.
კორიდა კვლავ რეგულარულად ტარდება ესპანეთის ბევრ ქალაქში, მაგრამ
მისი პოპულარობა ადგილობრივ მოსახლეობაში დაბალია. შოუს ვიზიტორთა
მნიშვნელოვანი ნაწილი ტურისტები არიან. კატალონიის პარლამენტმა,
აქტივისტების ზეწოლის ქვეშ, აკრძალა კორიდას ჩატარება თავის რაიონში, მათ
შორის ბარსელონაშიც.

Lucky Bay, Esperance - Picture of Western Australia - Tripadvisor
მითი 10. ავსტრალია – მარადიული ზაფხულის ქვეყანაა.
ავსტრალიის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ქვეყნის სამხრეთ ნაწილში
ცხოვრობს, ისეთ ქალაქებში, როგორიცაა სიდნეი, მელბურნი, კანბერა, ადელაიდა.
მაგალითად, ქვეყნის დედაქალაქ კანბერაში, ზამთარში ტემპერატურა
რეგულარულად ეცემა თითქმის 0°C- მდე. გარდა ამისა, კონტინენტის დიდი
ნაწილი უკავია მთებს, რომლებიც ზამთარში თოვლით იფარება.

Where Do the Gypsies Originally Come From?
მითი 11. რუმინეთი ბოშათა ქვეყანაა.
ზოგის აზრით, ქვეყნის მოსახლეობის თითქმის უმეტეს ნაწილს ბოშები
შეადგენენ. სხვები დარწმუნებულნი არიან, რომ რუმინელები და ბოშები
მონათესავე ხალხები არიან. ერთნიც და მეორენიც ცდებიან.
ჯერ ერთი, რუმინელებსა და ბოშებს აქვთ სრულიად განსხვავებული
წარმოშობა და საუბრობენ სხვადასხვა ენებზე. რუმინელები არიან ძირძველი
ევროპელები, საუბრობენ ენაზე, რომელიც ძალიან წააგავს იტალიურ და ესპანურ
ენებს. ბოშები კი – არიან ინდოეთიდან ემიგრირებულ ხალხთა შთამომავლები.
მეორეც, ბოშები შეადგენენ რუმინეთის მოსახლეობის მხოლოდ დაახლოებით
3%-ს.

Researchers uncover pain-relief secrets in hot chili peppers
მითი 12. წიწაკა ჩილი თავის სახელს იღებს სამხრეთ ამერიკის ქვეყნის
სახელწოდებიდან.
ცხარე წიწაკას სახელი დაარქვეს ძველმა აცტეკებმა, რომლებიც
ცხოვრობდნენ თანამედროვე მექსიკის ტერიტორიაზე. მათ პირველად
გამოიყენეს ეს მცენარე სამედიცინო მიზნებისთვის და კერძების
დასამზადებლად. სახელმწიფო ჩილე კი – მდებარეობს მექსიკიდან ათასობით
კილომეტრში და ძველ დროში დასახლებული იყო სხვა ხალხებით, რომლებიც
საუბრობდნენ სხვა ენაზე.
მრავალ თანამედროვე ენაზე, მცენარის სახელწოდება და ლათინური
ამერიკის ქვეყნის სახელწოდება განსხვავებულად იწერება. მაგალითად,
ინგლისურად, ცხარე წითელი წიწაკა არის – chilli, ხოლო სახელმწიფო ჩილე —
Chile. კიდევ სხვა რა სტერეოტიპები იცით სხვა ქვეყნებზე? რა მითების მოსმენა
გიწევდათ თქვენს სამშობლოზე?

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close
Close