„მეგობრებო, გონს მოვიდა“ - კოსტა სანიკიძეზე უახლესი ინფორმაცია ვრცელდება

19-11-2023
1 437
Aa

გამთენიისას, თბილისში, ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. დაზარალებული მუსიკოსი კოსტა სანიკიძეა.

არსებული ცნობით,ის საკუთარ სახლში დაჭრეს.

სანიკიძეს დაზიანებები მუცლის არეში მიაყენეს. კლინიკა „ჰელსიკორში“ მას უკვე ჩაუტარდა ოპერაცია.



როგორც ცნობილი ტელეწამყვანი გიორგი ნაზღაიძე ავრცელებს ფეისბუკზე ინფორმაციას, კოსტა ამ დროისთვის კონტაქტურია და გონს მოვიდა.

„მეგობრებო გონს მოვიდა“ ,- წერს ნაზღაიძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით, ერთი პირია დაკავებული. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

მომხდარის მოტივი ამ დრომდე უცნობია.

2 ნოემბერს თავად კოსტა სანიკიძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მასზე თავდასხმა სცადეს, თუმცა მისი სახლი აერიათ. ფაქტზე დაწყებული იყო გამოძიებაც.

„როგორც მეზობლებმა მითხრეს, კოსტა სანიკიძეს ეძებდნენ მოსაკლავად. დილის 6 საათზე, შედის ვიღაც გვერდით ეზოში, ანუ ბინა ეშლება, კითხულობს, სად არის კოსტა სანიკიძე, უნდა „დავბრიდოო“, თავს ესხმის მეზობელს, მაგრამ მეზობელი ართმევს დანას და ის ადამიანი გარბის.

გამოძიება დაწყებულია. აქ კამერებიც არაა, რადგან გარეუბანში ვცხოვრობ. ეჭვიც არავისზე მაქვს. ამ ქალაქში, სიყვარულის გარდა, არაფერი მიგრძნია. გაოგნებული ვარ, ამ ყველაფრის გამო“,- ამბობდა კოსტა სანიკიძე.

FACEBOOK კომენტარები